ფოტო გალერეა




ჭრიჭინა დაჭიანჭველა
პედაგოგი: ნ. კიბაბიძე










სამოდელო გაკცეთილი: გეომეტრიული ფიგურები
პედაგოგი: ქ. ქობულაძე









გვირილობა ჩვენს სკოლაში








შიდა დაკვირვების გაკვეთილი მათემატიკაში
პედაგოგი: მ.გზობავა










შიდა დაკვირვების გაკვეთილი ქართულ ენაში
პედაგოგი: მაია გზობავა







   დედამიწა-ჩვენი გულის ცემაა! აჩუქე 1 ხე დედამიწას და           სიცოცხლე შთამომავლობას!
  ჩვენი სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ნ. კიბაბიძის     ხელმძღვანელობით, ჩაერთვნენ სკოლის ეზოს გამწვანების   საქმიანობაში და მე-2 კლასის მოსწავლეებს გადასცეს "გამოწვევის"   ბარათი










    2018 წლის  13 აპრილი
   კალიგრაფიის კონკურსი დაწყებით კლასებში.









2018 წლის  28 მარტი
  ქუთაისის ოცდამეორე საქალაქო ბიბლიოთეკა-ში ჩვენი სკოლის   დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში ჩატარდა მხატვრული   კითხვის კონკურსი, გამოვლინდა გამარჯვებულები, კათედრისა და  
მაყურებლის სიმპათია. 
  წარმარმეტებებს ვუსურვებთ ჩვენს აღსაზრდელებს!









    2018 წლის 13 თებერვალი
   პირველი კლასის პედაგოგის, ქ. ქობულაძის სამოდელო           გაკვეთილი. წარმატებები ჩვენს პედაგოგს და მის აღსაზრდელებს!







2018 წლის 1 დეკემბერი


გავაცილეთ ოქროსფერი შემოდგომა
პედაგოგი; ქ. ქობულაძე








  "საქართველო - სამშობლო იაკობისა" - მეოთხეკლასელებმა,     პედაგოგ ქ. ქობულაძის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი ლამაზი   დღე გვაჩუქა... მადლობა ჩვენს აღსაზრდელებს ასეთი მონდომებისა    და შემართებისთვის...








    1 ივნისს, ქ ქუთაისის N28 საჯარო სკოლის მე-4 კლასის         მოსწავლეებმა, პედაგოგ ქ ქობულაძის ხელმძღვანელობით,   ოცდამეორე საქალაქო ბიბლიოთეკაში N6 ბაგა-ბაღის   აღსაზრდელებს მიულოცეს ბავშვთა უფლებების დაცვის   საერთაშორისო დღე, წაუკითხეს ზღაპარი, იხალისეს გამოცანების   გამოცნობით. გაიმართა მულტიპლიკაციური ფილმის "ბემბის"   ჩვენება, რის შემდეგაც ისაუბრეს მის იდეასა და   მნიშვნელობაზე.უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიოთეკის გამგემ ნორჩი   მკითხველები დაასაჩუქრა ბლოკნოტებითა და საწერი კალმებით.     მადლობას ვუხდით ამ პროექტში მონაწილე ბავშვებსა და   ორგანიზოტორებს...










   კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები










   "დედა ენა" სიყვარულის წიგნი - I კლასმა, პედაგოგ თ. სიმსივის         ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი ლამაზი დღე გვაჩუქა









    ჩვენს პლანეტას ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს ჩვენი სკოლის          აღსაზდელებმა...
    სპექტაკლი: "დედამიწა ჩვენი სახლია..."
    პედ.: მ.გზობავა













            2017 წლის 27 აპრილი
    საინტერესოდ გრძელდება დღე:
    ინტეგრირებული ღია გაკვეთილი (ბუნება, ქართული ენა                    ინგლისური ენა) - II კლასი -
    თემა: როგორ გადავარჩინოთ ბუნება.
პედ.: ნ.კიბაბიძე, თ. ჯავახაძე            











2017 წლის 27 აპრილი

      ღია კარის დღე ჩვენს სკოლაში ფერადოვნად დაიწყო...
      I კლასი- ღია გაკვეთილი -
      თემა:გეომეტრია და რიცხვები
      პედ.: თ. სიმსივე











              2017 წლის 24 აპრილი

          N 6 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები სტუმრად ჩვენი                  სკოლის IV კლასელებთან
        პედაგოგი:ქ. ქობულაძე















ძვირფასო ბავშვებო,პედაგოგებო,ფორუმელებო ,კლუბელებო და ჩვენო სტუმრებო. დღეს გახლდით ქუთაისის 28-ე საჯარო სკოლაში,აი ზუსტად იმ პაწაწუნებთან რომლებმაც ზემოთ წერილები მოგვწერეს .

გამოგიტყდებით და წუხელ ღამით თვალი ვერ მოვხუჭე,ძალიან განვიცდიდი იმ სპეტაკ პატარა ადამიანებთან შეხვედრას ვისაც ჯერ ბოროტების არაფერი გაეგებათ და ვაჟა ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობმა,, ციცქნა გულები აუჩუყათ.განვიცდიდი რადგან ვფიქრობდი ვერ შევძლებდი დამეჯერებინა მონადირის ავკარგიანობაში.დარბაზში რომ შევედი ყველა მათგანის მზერა ჩემსკენ იყო მომართული,არც მე გამომპარვია ეს მაგრამ ამ მზერაში გაბრაზება და მონადირის მიმართ სიძულვილი არ არსებოდა ის გამოხედვა პასუხებს ელოდა მონადირისაგან. ვიგრძენი ცოტა სიმაგრე მუხლებში ,რომელიც იქ შესვლამდე თითქმის არ მემორჩილებოდა. ამის შემდეგ შევამჩნიე თეატრალური წარმოდგენისათვის შექმნილი დეკორაციები ,ბავშვების სასცენო ჩაცმულობა და სამარისებური სიჩუმე რომელიც დარბაზში სუფევდა.

წარმოდგენა ბავშვებმა მონადირის მიმართ შედგენილი წერილებით დაიწყეს ,ერთმანეთზე შთამბეჭდავ გზავნილებს ვუსმენდი ,თვალებს ხამხამით ვაშრობდი, ტუჩი კბილებით მეჭირა რომ არ ავზლუქუნებულიყავი.

შემდეგ ჩვენი პასუხები წაიკითხეს,ცოტა მოვმჯობინდი..როცა გავიფიქრე მგონი მეშველათქო ზუსტად მაშინ იწყებოდა თურმე ის რის გამოც წინასწარ უნდა მენერვიულა ! ბავშვები გაქრნენ და ორიოდე წუთში შვლის ნუკრის პერსონაჟებად დაგვიბრუნდნენ,ტყის ბინადრების წარმომადგენლებმა კოხტად მოირგეს მოსამართლის,ადვოკატის,ბრალმდებელის,მოწმეებისა და მსჯავრდებულის როლები. როცა მივხვდი ვისი სასამართლოც უნდა გამართულიყო მაშინ დამიბნელდა თვალებში :e025: სპექტაკლი მშვენიერად იყო დადგმული ანგელოზებისაგან და როგორც ველოდი ბრაკონიერს აპატიეს დანაშაული ,მაგრამ ბოლომდე არა! ობოლი შველი გასაზრდელად გადასცეს რადგან გამოესწორებინა თავისი შეცდომა.

ემოციური სანახაობა იყო ნამდვილად! ასეთ წარმოდგენას მართლა დიდი ხანია არ დავსწრებივარ. ამის შემდეგ მე დამითმეს სიტყვა. ძლივს ამოვიდგი ენა,ბევრიც ვილუღლუღე დაბნეულმა მაგრამ მონადირის დაცვას მაინც შევეცადე. მე არ დამიცავს ის ბრაკონიერი ,მე ვიცავდი მონადირეს რომელიც ბუნების დამცველი და მოყვარულია. ენა მას შემდეგ გავასწორე რაც ბავშვების სახეებზე კმაყოფილება შევატყვე.მათ კარგად ესმოდათ ჩემი !

ვინც მიცნობს კარგად იცის რომ არსად დავიბნევი და უკან არ დავიხევ მაგრამ თუ სამი შვილის მამას ასე გამიჭირდებოდა ბავშვების წინაშე საუბარი ვერ ვიფიქრებდი.მათთან ხომ სრულიად სუფთა ხალასი უნდა წარსდგე რომ დაგიჯერონ.

მე ბედნიერი ვარ რომ ასეთი მომავალი გვყავს ! მე ბედნიერი ვარ რომ გვყავს პედაგოგები რომლებიც ძალას არ ზოგავენ თაობების სწორად განვითარებისათვის! და ბედნიერი ვიქნები მაშინ თუ მე დღეს შევძელი იქ დამსწრე პატარებისათვის იმ სიტყვის მიტანა რასაც ისინი ელოდებოდნენ.ამას ალბათ თავად შეგვატყობინებენ.

უღრმესი მადლობა კლუბი ,,მონადირე,,ს სახელით! პედაგოგ ქრისტინე ქობულაძეს ! 28-ე საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის სრულ შემადგენლობას გულთბილი მიღებისათვის!

მოსწავლეების მიერ დანახული შვლის ნუკრის მკვლელი მონადირის 
პედაგოგი: ქ. ქობულაძე


























"ფერადი გაკვეთილი"
პედაგიგი: თ. სიმსივე











დღეს მე-3 და მე-4 კლასელები ქუთაისის N22 ბიბლიოთეკას ესტუმრა... სასიამოვნო და შთაბეჭდილებებით აღსავსე დღე...












   


   "ანანოს ზღაპარი" - მე-2 კლასელთა კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება
პედაგოგი: ნ. კიბაბიძე












                გილოცავთ ახალ წელს!!! ჩვენი სკოლის IV კლასის                               მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტის, "უჩინარი                               სტუმრის", პრეზენტაცია.
                პედაგოგი: ქ. ქობულაძე

















 ჩვენი სკოლის მეოთხეკლასელების წერილებმა (რომელიც "შვლის ნუკრის ნაამბობის" წაკითხვის შემდეგ დაწერეს) დიდი გამოხმაურობა ჰპოვა მონადირეთა კლუბის ფორუმზე. დიდი მადლობა ამ ფორუმის წევრებს, რომ პატარების წერილები უპასუხოდ არ დატოვეს.  
     პედაგოგი: ქ.ქობულაძე

http://club-monadire.ge/topic/1793-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1/







"მადლი ქენი, ქვაზე დადე"... პირველკლასელთა პირველი ექსკურსია ჯიხეთის დედათა მონასტერში, სადაც გაიღეს შესაწირი. უფალმა დალოცოს თითოელი ჩვენი აღსაზრდელი...















"ჩვენს მკლავებზე ვარსკვლავები სხედან"- მეოთხეკლასელები ემშვიდობებიან პირველ მასწავლებელს, პედაგოგ თეონა სიმსივეს... დადებითი ემოციებით დატვირთული დღე.. გმადლობთ, თეონა მასწავლებელო, ასეთი ლამაზი დღის ჩუქებისთვის! წარმატებები ჩვენს პატარებს!















მე-2 კლასელები ლამაზად დაემშვიდობნენ შემოდგომას. ქალბატონ ნუკრი კიბაბიძის ხელმძღვანელობით მოაწყვეს პროექტის, "მე ვარ შემოდგომა", პრეზენტაცია...ლამაზი, ფერადი დღე გვაჩუქეს ჩვენმა პატარებმა, რისთვისაც დამსწრე საზოგადოება დიდ მადლობას ვუხდით...


















დედამიწის დღე.. 2016 წლის 22 აპრილი...
პროექტის- "დედამიწა-ჩვენი გულისცემაა" -პრეზენტაცია... პედაგოგი ქ. ქობულაძე














Комментариев нет:

Отправить комментарий